2018 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ქობულეთის სანაპირო ზოლის სრული რეაბილიტაცია ვერ ესწრება.
როგორც ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, მუნიციპალური განვითარების ფონდის ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ, შპს „ალიანსმა“, რომელსაც სამუშაოები 2 ივნისს უნდა დაესრულებინა, ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა. ამიტომ, სანაპირო ზოლის რეაბლიტაციის ნაწილი 15 ივნისს დასრულდება, დარჩენილი სამუშაოები კი, სექტემბრის ბოლოს გაგრძელდება.
რატომ ვერ შეასრულა შპს „ალიანსმა“ ნაკისრი ვალდებულებები, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითრების სამინისტროში ასე პასუხობენ: „წყალი მიწის ისეთი სიღრმიდან ამოვიდა, რაც კომპანიისთვის რთულად გათვლადი იყო, ამიტომ ხარჯები გაიზარდა და დროშიც ვერ მოესწრო“.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქობულეთის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვაზე თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან მიიღო.
ფონდის დაკვეთით საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ერთობლივი საწარმო შპს "ალიანსი" და შპს "აგრომშენსერვისი"აწარმოებს. კონტრაქტის მიხედვით, სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 7,944,250.00 ლარს შეადგენს, ხოლო სამუშაოების დასრულების თარიღი - 2018 წლის 2 ივნისი იყო.
გასამაგრებელი სანაპირო ზოლის მთელი სიგრძე 1900 მეტრს შეადგენს.
„პრობლემა იყო ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელმაც ვერ შეასრულა ნაკისრი ვალებულებები დროულად. ადგილზე ვითარების გასაცნობად ჩამოსული იყო ინფრასტრუქტურს მინისტრი ქალბატონი მაია ცქიტიშვილი, რის შემდეგაც კომპანიამ დადო პირობა, რომ სამუშაოების ნაწილს სეზონამდე დაასრულებდა, ანუ, გაკეთდება გადასასვლელები, მოსწორება ზედაპირი და შემდეგ უკვე სამუშაოების დანარჩენი ნაწილი სექტემბერში გაგრძელდება“, - განუცხადებს „ბიზნესპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.
ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითრების სამინისტროში იმ მიზეზებს განმარტავენ, რის გამოც კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა.
„შპს „ალიანსთან“ იყო პრობლემები, მან ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდულებები. სამუშაოების პროცესში წყალი ამოვიდა მიწის ისეთი სიღმიდან, რაც კომპანიისთვის რთულად გათვლადი იყო. ამან გამოიწვია ხარჯების გაძვირება, პროცესის შეფერხება და ფაქტია, კომპანიამ სამუშაო ბოლომდე ვერ მიიყვანა .
„ამის შემდეგ, ვითარების გასაცნობად მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩავიდა ქობულეთში. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ შპს „ალიანსთან“ ერთად, სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაც ჩართულიყო პროცესში. ამჟამად პროექტზე ორივე კომპანია მუშაობს. დასრულება ვერ ხერხდება, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი 15 ივნისამდე უნდა მოესწროს, დანარჩენი დაკონსერვდება, რათა ხელი არ შეეშალოს ტუსრიტულ სეზონს. სექტემბრის ბოლოდან, ან ოქტომბრიდან ისევ განახლდება ეს პროცესი და პროექტი მივა ბოლომდე“,-აცხადებენ, ინფრასტრუქტურის სამინისტორში.
კონკრეტულად რა მოესწრება 15 ივნისამდე, სამინისტროში აცხადებენ, რომ მოესწრება ის, რაც ადგილობრივების პროტესტს იწვევდა.
„მოესწრება ის ნაწილი, რაც იწვევდა ადგილობრივების პროტესტს. ანუ, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ნაწილი. აქ ახალი ბულვარის გაშენების საკითხიც იყო და ესეც ნაწილობრივ მოესწრება. დანარჩენი მოწესრიგდება და სანაპირო ზოლით სარგებლობას დამსვენებლები შეძლებენ თავისუფლად“,-აცხადებენ ინფრასტრასტრუქტურის სამინსიტროში.
კითხვაზე, რამდენი ლარით გაიზარდა ხარჯი და შეუსრულებელი ვალდებულების გამო დაჯარიმდა თუ არა კომპანია, ინსტრასტრუქტურის სამინისტოში პასუხი არ გაგვცეს და მუნიციპალური განვითრების ფონდში გადვაგვამისამართეს. ფონდში კი აცხადებენ, რომ შპს „ალიანსის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ ჯერ საზედამხედველო კომპანიამ უნდა წარადგინოს ოფიციალური განაცხადა და მხოლოდ ამის შემდეგ განისაზღვრება ჯარიმა.
„შპს „ალიანსს“ ინფრასტრუქტურის სამნისტრომ ჩამოაკლო სამუშაობის ნაწილი და ამას სახელმწიფო სამშენებლო კომპანია შეასრულებს. რაც შეეხება ჯარიმას, ჯერ საზედამხედველო კომპანიამ უნდა შემოიტანოს წერილობითი განაცხადი, რომ შპს „ალიანსმა“ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და შემდეგ განისაზღვრება ჯარიმა“,-განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ მუნიციპალური განვითრების ფინდში.
ნინი ქეთელაური