დემნა გვასალიას „რუსული ჩექმა“

ჩექმა, რომელზეც დატანილია რუსეთის ფედერაციის პასპორტი - დიზაინერმა დემნა გვასალიამ თავისი ბრედნისთვის - „ვეტმანი“, ახალი კოლექცია წარადგინა.

წითელი ჩექმის იდეას, რომელზეც რუსეთის პასპორტია გამოსახული, ინსტარგამის მომხმარებლებში ძირითადად ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

რუსები წერენ, რომ ეს უკანონობა და რუსეთის ფედერაციის შეურაცხყოფაა.

ქართველები კი დიზაინერს იდეის ქვეტექსტს უწუნებენ და კომენტარებში წერენ, რომ კოლექციაზე რუსული პასორტის გამოსახვა სირცხვილია.

დემნა გვასალიას შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში წითელი „რუსული ჩექმის“ ფასი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, იდეით აღფრთოვანებული ზოგიერთი მომხმარებელი მზადაა მასში მინიმუმ 450 ევრო გადაიხადოს.