მიკროსაფინანსოებმა 16.6 მლნ ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაისაკუთრეს

2018 წლის 1-ელ კვარტალში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,107,993 ლარით მეტია.

კერძოდ, 2018 წლის 1-ელ კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 16,677,553 ლარი შეადგინა, მაშინ როცა, 2017 წლის ამავე პერიოდში ეს მონაცემი 14,569,560 ლარი იყო.

ამასთან, სებ-ის ცნობით, 2018 წლის აპრილში 73 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა, მაშინ როცა გასული წლის დეკემბერში 75 მიკროსაფინანსო იყო რეგისტრირებული.