როცა საქმე განსხვავებულ საჩუქარს ეხება, შერჩევის პროცესი ნამდვილად რთულდება, განსაკუთრებით მაშინ თუ ადრესატი წარმატებული, საქმიანი ადამიანია და მისთვის ერთდროულად პრაქტიკული, მაგრამ თან დახვეწილი საჩუქრის შერჩევა გსურთ.
მათთვის, ვისთვისაც საჩუქრის განსხვავებული დიზაინი, მაღალი ხარისხი და ბრენდის სანდოობა მნიშვნელოვანია, ქართულ ბაზარზე ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა. პრემიუმ კლასის გერმანული ბრენდის Waldmann-ის ლიმიტირებულ კოლექციის ხელნაკეთი კალმები საუკეთესო საჩუქარია დახვეწილი გემოვნების მქონე, საქმიანი ადამიანებისთვის.
ხელნაკეთი კალმების უნიკალური ბრენდი Waldmann, წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანიის ისტორია 1918 წელს, სამხრეთ გერმანიაში იწყება და პირველი კალმის გამოშვებიდან უცვლელად ინარჩუნებს ერთ-ერთი გამორჩეული ინოვატორის პოზიციას მოცემულ დარგში. ამის მაგალითია ის, რომ სწორედ Waldmann-მა დააპატენტა 2 და 4 ფერიანი კალმების სისტემა.
Waldmann-ის კალმის დამზადების პროცესის უდიდესი ნაწილი ხელით მუშაობას ეფუძნება. უნიკალური მასალა ხშირად იფარება გრავიურით. თუ კომპანიის მფლობელს დავუჯერებთ, გერმანიაში გრავიურის სულ 4 ან 5 ექსპერტი მუშაობს, მათგან ერთ-ერთი კი სწორედ ვალდმანში, თან 50 წლიანი გამოცდილებით. ამ ბრენდის ყველა კალამი მოვერცხლილია 925 სინჯიანი ვერცხლით და ვხვდებით, ექსკლუზიურ მოოქროვილ მოდელებსაც.
გარდა იმისა, რომ ფირმა ძალიან დიდი ისტორიის მატარებელია და ინახავს კალმების დამზადების უნიკალურ მეთოდებს, ის დღესაც საკმაოდ პოპულარულია და აქვს შეუცვლელი სტატუსი. ვალდმანის კალმების შეძენა მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია შესაძლებელი და მათ შორისაა უკვე საქართველოც. წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ მას მომხმარებელს Lupen-ის ხაზის ფარგლებში სთავაზობს, რომელიც აერთიანებს რჩეული ბრენდების პრემიუმ ხარისხის სასაჩუქრე აქსესურებს. Waldmann-ის კლამებისა და Lupen-ის ხაზის სხვა აქსესუარების შეძენა „ბიბლუსი გალერეებშია“ შესაძლებელი.
Waldmann-ის ბრენდის შესახებ საინფორმაციო ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2IJbCGd
(R)