კანადის ხელისუფლებამ სოციალურ ქსელ Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამის განთავსებაში 24 მილიონი დოლარი დახარჯა.
როგორც The Globe and Mail წერს, აღნიშნული თანხა ხელისუფლებამ 2016 წლის იანვრიდან
მიმდინარე წლის მარტამდე პერიოდში დახარჯა.
ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს საბიუჯეტო სახსრების ყველაზე მეტი წილი - 9,2 მილიონი დახარჯა ტურისტული მომსახურების სააგენტო Destination Canada-მ.
გამოცემა აქვე დასძენს, რომ 2016-2017 წლის განმავლობაში საბიუჯეტო სახსრების დანახარჯებმა ონლაინ რეკლამაზე პირველად აჯობა ტელე-რეკლამაზე გაწეულ დანახარჯებს. მაგალითად, კანადის ხელისუფლების მიერ 2017 წელს ციფრულ მედიაში რეკლამებისთვის დახარჯული თანხების 54,7% პროცენტიდან 23,3% სოციალურ ქსელებში პოსტებზე მოდის.
კოკა კვირკველია