2 + 2 = 2 შემოთავაზება ქართველ მომხმარებელს "ქორალ თრეველისგან"

ტურისტული კომპანია Coral Travel ქართულ ბაზარზე ახლახან შემოვიდა.

კომპანია მომხმარებელს აქციას სთავაზობს - 2+2. აქცია თურქეთის კურორტებზე 2 ადამიანთან ერთად 2 მცირეწლოვანი ბავშვის უფასო დასვენებას გულისხმობს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, Coral travel-ის ფასები ქართველ მომხმარებელზეა მორგებული. Coral travel უკვე წარმატებით მუშაობს რუსეთში, თურქეთში, უკრაინაში, პოლონეთში, ბელორუსსა და უკვე საქართველოშიც.

კომპანია თავის მომხმარებელს მსოფლიოს 28 ქვეყნის კურორტებს და სასტუმრობს სთავაზობს, თანაც საუკეთესო სერვისით. ამაში ქართველი ჟურნალისტები სულ ცოტა ხნის წინ დავრწმუნდით. რამდენიმე მედიასაშუალება მიწვეული იყო ქართველი ტურაგენტებისთვის გამართულ ბიზნეს სემინარზე, რომელიც ანტალიაში, კერძოდ კი ბელექში, სასტუმრო "პაპილონ აიშაში" ჩატარდა.

Coral Travel -თან ერთად პირველ ეტაპზე თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ თურქეთში, თუმცა კომპანია უახლოეს მომავალში გაააქტიურებს სხვა მიმართულებებსაც: ესპანეთში, საბერძნეთში, ეგვიპტეში, ტაილანდში, ტუნისში, ბულგარეთში, მაროკოში, ისრაელში, ჩინეთში, ინდოეთში, კუბაში, ტანზანიაში...