დღეს ადამიანები გადაადგილდებიან არა მხოლოდ კერძო ავტომანქანებით, არამედ კერძო თვითმფრინავებითაც. თუმცა კერძო თვითმფრინავის შეძენა ყველას არ შეუძლია, რამდენად ის საკმაოდ ძვირია.
Business Insider-ი წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კერძო ელიტური თვითმფრინავებს. (იხილეთ ფოტოგალერეა)
Embraer Legacy 500
Embraer Legacy 500 - ეს არის საშუალო ზომის თვითმფრინავი, რომელიც წარმოებულია ბრაზილიური კომპანია Embraer-ის მიერ. მისი ფასი სულ რაღაც 20 მილიონი დოლარია. ამ თვითმფრინავს გააჩნია თანამედროვე დიზაინი, რაც ბიზნეს-წრეებში საკმაოდ დადებითად შეფასდა.Gulfstream G500
Gulfstream G500 - არის ახალი თვითმფრინავი ამ კლასში. მისი ფასია 44 მილიონი დოლარი. ბორტზე კლიენტებს მიეწოდებათ 30-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტი, ვიდრე სხვა კონკურენტი კომპანიების თვითმფრინავებში.Gulfstream G650ER
Gulfstream G650ER-ის ფასი 66,5 მილიონი დოლარია. ეს თვითმფრინავი არის კომპანია Gulfstream-ის საფლაგმანო მოდელი. მას შეუძლია წყნარ ოკეანეზე გადაფრენა.Bombardier Global 7000
თვითმფრინავის ღირებულება შეადგენს 73 მილიონ დოლარს. Bombardier Global 7000-ის შეიქმნა იმისათვის, რომ შეძლოს შორ მანძილებზე ფრენა. მას შეუძლია იფრინოს ნიუ-იორკიდან სიდნეიმდე.Embraer Lineage 1000E
ამ თვითმფრინავის ღირებულება არის 53 მილიონი დოლარი. მასში განთავსებულია საძინებელი და საშხაპე.Airbus ACJ319Neo
Airbus Corporate Jet – ეს არის Airbus A319neo-ს ბიზნეს-ვერსია. მისი ფასი 101,5 მილიონი დოლარია. მას შეუძლია გაუჩერებლად ფრენა ლოს-ანჯელესიდან ჟენევამდე.Boeing 787-8 BBJ
Boeing 787-8 BBJ - ეს თვითმფრინავი ღირს 224 მილიონი დოლარი. მისი ფართია 223 კვ/მეტრი. თვითმფრივანს შეუძლია 17 საათი განუწყვეტლივ ფრენა.Boeing 747-8 Intercontinental BBJ
Boeing 747-8 Intercontinental BBJ - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კერძო თვითმფრინავი მსოფლიოში. მისი ფასია 403 მილიონი დოლარი, საერთო ფართი 446 კვ/მეტრი. თვითმფრინავში განთავსებულის საკონფერენციო ოთახი და საძინებელი.