სტიქიამ მცხეთა-მთიანეთის 20-მდე სოფელი დააზარალა

მცხეთა-მთიანეთის მხარეში სეტყვის შედეგად ზარალი 20-მდე სოფელს მიადგა.

როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პრესსამსახურში აცხადებენ, ზარალის დამთვლელი კომისია უკვე შექმნილია.

მათივე ინფორმაციით, გუბერნატორი, გამგებლები და დეპუტატები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობიან.

ამასთან, დღეს, დღის მეორე ნახევარში, გუბერნიის შენობაში სხდომა გაიმართება და

მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესახებ მონაცემები დაჯამდება. სხდომაში მონაწილეობას თავად გუბერნატორი, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ასევე სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები მიიღებენ.

მცხეთისა და დუშეთის რაიონების რამდენიმე სოფელი წუხელ დაისეტყვა. სეტყვასთან ერთად ბულაჩაურში ერთ-ერთ სახლს ძლიერმა ქარმა სახურავიც გადახადა.