მალაიზიაში სახელმწიფო მოხელეები საჩუქრების მიღებაში შეიზღუდებიან

მალაიზიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მახატხირ მოჰამადმა სახელმწიფო მოხელეებს საჩუქრად მხოლოდ საკვები პროდუქტების, ყვავილებისა და ხილის მიღების უფლება დართო.

ამის შესახებ გამოცემა New Straits Times იუწყება.

მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე ახალი პოლიტიკის შესახებ განაცხადა, რომლის თანახმად, სახელმწიფო მოხელეები შეზღუდულნი იქნებიან საჩუქრების მიღებაში. ახალი ზომა კორუფციასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებშია მიღებული.

„თუ აქ ვინმემ საჩუქარი მომიმზადა, მე მას არ მივიღებ. თუმცა, შეგიძლიათ მაჩუქოთ ყვავილები, საკვები პროდუქტი ან ხილი. ეს ეხება ყველა სამთავრობო ჩინოვნიკებსაც. ამიერიდან ნებისმიერ საჩუქარს ვერ მიიღებენ“, - განაცხადა მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა.