ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პარკირების გადახდის წესზე პოსტს აქვეყნებს.
„ბიზნესპრენიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"მოკლედ ყოველთვის ვყიდულობ პარკირების 6 თვიან, 25 ლარიან ნებართვას. ოღონდ ყოველთვის მიჯდება 35 ლარი. შემდეგი სქემის დამსახურებით. მოიცალე, მიდიხარ პატიოსნად, ერთი კვირით ადრე "ფეი ბოქსთან" გინდა შეიძინო პარკირების ნებართვა და პატივცემული "ფეი ბოქსი" არ გაძლევს წინასწარ გადახდის საშუალებას (XXI საუკუნე). მერე მიგავიწყდება ზუსტად ის დღე, როცა უნდა გადაგეხადა, გამოდიხარ და წინა საქარე მინაზე გხვდება საჯარიმო ქვითარი გათხრილი, აწ უკვე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოწერილი. რამდენიც ეს დამემართა, მათ შორის "სითი პარკის" დროს, სულ ვფიქრობდი, რომ არათანამედროვე მენეჯმენტის ბრალი იყო. მერე უცებ, ციფრებში გადავიყვანე ეს სქემა და აი რა მივიღე: თუ ჩემნაირად ემართება მძღოლების 20 %-ს მაინც, კომპანია ყოველ 6 თვეში, დაახლოებით მინიმუმ 1 მილიონ ლარს, ხოლო 1 წელიწადში- 2 მილიონ ლარს იღებს დამატებით ამ სქემის დამსახურებით, ანუ მღოლებს ვისაც უბრალოდ გვავიწყდება გადახდა. სისტემა ისეა შექმნილი, რომ დიდი ალბათობით უნდა დაგავიწყდეს გადახდა, რაც ჩემი აზრით აშკარად თაღლითურია.
ნორმალურ სიტუაციაში მესიჯი უნდა მოგდიოდეს გაფრთხილებდეს გადახდის თარიღს, გადახდის საშუალება წინასწარ უნდა გქონდეს და ა.შ. მაგრამ... თბილისის სატრანსპორტო კომპანია "სითი პარკის" "ღირსეული" მემკვიდრეა!" - წერს მესხიშვილი.