ტექნოპარკში მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი „უკან მომავალში: 1918“ იმართება. ჰაკათონში მონაცემებით დაინტერესებული ადამიანები, დიზაინერები, პროგრამისტები, კომუნიკაციის სპეციალისტები, ისტორიის მკვლევარები და ჟურნალისტები მონაწილეობენ. ორდღიანი ჰაკათონის თემა დამოუკიდებლობის 100 წელია. მონაწილეები გასული 100 წლის სხვადასხვა მონაცემზე მუშაობდნენ და თანამედროვე, ციფრული ხელსაწყოები შექმნეს.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი ერთადერთი ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს, გაიღრმავონ ცოდნა მონაცემების სფეროში, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, შეხვდნენ ამ თემებით დაინტერესებულ სხვა ადამიანებს და გამოცდილი მენტორების დახმარებით, თავად შექმნან სხვადასხვა სახის ციფრული ხელსაწყოები.
ღონისძიება ForSet-ის ორგანიზებით, საქართველოში ამერიკის საელჩოს, თბილისის მერიისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა მხარდაჭერით იმართება.