ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის განმავლობაში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანულ მაკრონს პირადი საუბრისას განუცხადა, რომ ევროკავშირი სავაჭრო საკითხებში „ჩინეთზე უარესია“.
ამის შესახებ გამოცემა „აქსიოქსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა წერს, შეხვედრისას მაკრონმა ტრამპს უთხრა - „მოდი ვითანამშრომლოთ, ჩვენ ხომ ერთი დიდი პრობლემა გვაქვს, ჩინეთის სახით“, რაზეც ტრამპმა პასუხად მიუგო, რომ „ევროკავშირი ჩინეთზე უარესიაო“ - აცხადებს წყარო.
როგორც ცნობილია, ამერიკამ 1-ელ ივნისს ევროკავშირის წინააღმდეგ რკინასა და ალუმინზე გაზრდილი გადასახადი აამოქმედა, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ევროპელ პარტნიორებში. ამ დროისთვის ევროკავშირი ჯერ საჩივრისთვის ემზადება, ხოლო მოგვიანებით საპასუხო ზომების გადადგმას გეგმავს.
კოკა კვირკველია