„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებმა კანადაში გამართულ სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, გამოყონ 3,8 მლრდ კანადური დოლარი (2,9 აშშ დოლარი) სხვადასხვა პროგრამების დასაფინანსებლად, რომელიც ხელს შეუწყობს ქალების ხარისხიან განათლებას კრიზისში მყოფ ღარიბ ქვეყნებში.
ამის შესახებ აღნიშნულია კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„კანადა გერმანიასთან, იაპონიასთან, აშშ-სთან და მსოფლიო ბანკთან ერთად აცხადებენ ახალ საინვესტიციო პროგრამაზე 3,8 მლრდ კანადური დოლარის ოდენობით, რომელიც მიმართული იქნება შექმნას მყარი საფუძველი ბარიერების აღმოსაფხვრელად და ხარისხიანი განათლების მისაღებად მთელს მსოფლიოში“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
მასში ხაზგასმულია, რომ თანხები გამოიყოფა ქალებისა და გოგონების განათლებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ კონფლიქტურ და კრიზისში მყოფ ქვეყნებში.
„გენდერული თანასწორობა არის ერთ-ერთი უმთავრესი ადამიანის უფლება და მთავარი პრიორიტეტი კანადისთვის“, - წერია განცხადებაში.
კოკა კვირკველია