„დიდი შვიდეულის“ შეხვედრის შემაჯამებელი განცხადება, რომელიც ეკონომიკურ ნაწილს მოიცავს, არსებულ პრობლემებს ვერ დაარეგულირებს.
ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა კანადაში გამართული სამიტის დასრულებისას განაცხადა.
როგორც სააგენტო AFP წერს, მაკრონმა დაადასტურა, რომ სამიტის მონაწილეები მზად არიან ხელი მოაწერონ „ერთობლივ დეკლარაციას, ვაჭრობის შესახებ საკითხებში“. თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ამ შემაჯამებელი დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი ვერ მოახდენს არსებული პრობლემების დარეგულირებას.
როგორც სააგენტო „როიტერსი“ აზუსტებს, მაკრონის განცხადებით, ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი იმ დიდი და ხანგრძლივი სამუშაოსი, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში უნდა ჩატარდეს.
კოკა კვირკველია