კორპორაცია Apple-მა კომპანიები, რომლებიც მათ ნაწილებით ამარაგებენ გააფრთხილა, რომ მათ მიერ წარმოებულ სმარტფონებზე მოთხოვნა მცირდება.
როგორც CNN იუწყება, Apple-მა გააფრთხილა მისი მიმწოდებლები, რომ შეამცირონ მაკომპლექტებელი ნაწილების წარმოება 20%-ით.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ერთი წლის წინ კომპანიამ მომწოდებლებს 100 მილიონი სმარტფონისთვის საჭირო მაკომპლექტებელი შეუკვეთა. წელს კი შეკვეთის მოცულობამ მხოლოდ 80 მილიონი შეადგინა.
როგორც CNN წერს, ინვესტორებმა ცოტა ხნით ადრე გამოხატეს შეშფოთება მსოფლიო ბაზარზე iPhone-ებზე მოთხოვნის შემცირების გამო. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში Apple-მა 52,2 მილიონი სმარტფონი გაყიდა. ამ ინფორმაციის ფონზე პარასკევს კომპანიის აქციებზე ფასი 2%-ით შემცირდა.
კოკა კვირკველია