საფრანგეთის სკოლებში სმარტფონებს აკრძალავენ

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სკოლებში სმარტფონების გამოყენებას კრძალავს.

როგორც BBC წერს, აკრძალვის შემოღება, რომელსაც მხარს უჭერდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ქვეყნის განათლების სამინისტროს მხრიდანაა ინიცირებული. როგორც უწყებაში განმარტავენ, შედეგად მოსწავლეები მეტ დროს დაუთმობენ სწავლას. გარდა ამისა, აკრძალვა ხელს შეუწყობს მოზარდებისთვის პორნოგრაფიისადმი და სხვა მავნე საიტებისადმი წვდომის შეზღუდვას.

დეპუტატების მიერ მხარდაჭერილი კანონპორექტი ითვალისწინებს, რომ 15 წლამდე ასაკის ბავშვებმა თავი უნდა აარიდონ სმარტფონის მოხმარებას სკოლაში. მასში ასევე წერია, რომ აღნიშნული აკრძალვა იმოქმედებს მასწავლებლებზეც.

შემდეგ ეტაპზე კანონპორექტს მხარი უნდა დაუჭიროს სენატმა. მხარდაჭერის შემთხვევაში კი ის ძალაში უკვე სექტემბრიდან შევა. აღსანიშნავია, რომ აკრძალვას მხარს უჭერენ პროფკავშირებიც, თუმცა კანონპროექტის კრიტიკოსები მეტ სიზუსტეს მოითხოვენ, მათ შორის იმაზე, თუ როგორ მოხდება კანონის დამრღვევის დასჯა. გარდა ამისა, მათი განცხადებით, მასწავლებლებს არ აქვთ უფლება ბავშვებს მოწყობილობები გამოართვან, თუ ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ.

კოკა კვირკველია