Top-20 ინვესტორი კომპანია

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის I კვარტალში საქართველოში 279.3 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.

2018 წლის I კვარტალში  ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 110.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.6 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი

69.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 40.2 მლნ აშშ დოლარით.

2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ჩამონათვალში კი მოხვდნენ - „მაგთიკომი“, „ტოიოტა კავკასია“, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ და ა.შ. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, ინვესტორთა ტოპ 20-ეული ასე გამოიყურება.

1 შპს მტკვარი ენერჯი

2 შპს ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი

3 აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი

4 შპს მაგთიკომი

5 შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი

6 შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი

7 სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური

8 სს RMG Copper

9 შპს RMG Gold

10 ბი-ფი ჯგუფი

11 შპს ჯორჯიან მანგანეზი

12 შპს ტოიოტა კავკასია

13 შპს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი-ს მუდმივმოქმედი ფილიალი

14 შპს აჭარისწყალი ჯორჯია

15 ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში

16 ერთობლივი საწარმო აზფენ-ის საქართველოს ფილიალი

17 სს Hualing international special economic zone

18 შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი

19 სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი

20 შპს ალიუდ იუნიტას ჯორჯია

როგორც საქსტატში განმარტავენ, ინვესტორ კომპანიათა ჩამონათვალი რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

ქრისტინე გამთენაძე