”დაცემული ცხოველის ლაბორატორიულმა კვლევამ ინფექციური დაავადება არ გამოავლინა”

დაცემული ცხოველის პათოლოგიური მასალის ლაბორატორიულმა კვლევამ ინფექციური დაავადება არ გამოავლინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საქონლის დაცემესთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი სპეციალისტები ადგილზე იმყოფებოდნენ. დაცემული ცხოველის პათოლოგიური მასალის ლაბორატორიულმა კვლევამ ინფექციური დაავადება არ გამოავლინა. დადგინდა, რომ ცხოველების დაცემა უამინდობის შედეგად ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას - ძლიერ წვიმასა და სეტყვას უკავშირდება.

სააგენტოს სპეციალისტებმა ცხოველების დაცემის ადგილზე მეორადი ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების გამო ვეტერინარულ-სანიტარული წესების დაცვით ჩაატარეს დეზინფექციები.