თურქეთის ქალაქ ესკიშეჰირში გაზსადენ TANAP-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ესწრებოდნენ.
ცერემონიაზე ასევე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები.
TANAP-ი, რომელმაც უნდა მოახდინოს აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება ევროპაში, თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით „ენერგეტიკული აბრეშუმის გზაა“. თავის მხრივ, ალიევმა განაცხადა, რომ გაზსადენი ძალიან ბევრ ქვეყანას უხსნის შესაძლებლობებს და ემსახურება ენერგოუსაფრთხოებას.
„TANAP-ი აერთიანებს შვიდ ქვეყანას და ბევრ კომპანიას. ეს არის შეუცვლელი პროექტი ენერგოუსაფრთხოებისთვის დღეს და სამომავლოდ“, - განაცხადა ალიევმა.
მისივე თქმით, ამ პროექტის რეალიზება მოხერხდა თურქეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ძლიერი პოლიტიკური ნების შედეგად. „რომ არა თურქულ-აზერბაიჯანული ძმობა და ერთობა, ეს პროექტი დარჩებოდა ქაღალდზე“ - დასძინა მან.
შეგახსენებთ, გუშინ თურქეთში ტრანსანატოლიური გაზსადენის TANAP-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა, როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, გაზის გატარება აღნიშნული მილსადენით უკვე მომავალი წლის ივნისიდან მოხდება.
კოკა კვირკველია