ვერმონტის შტატი მსურველებს დისტანციური სამუშაოს შესასრულებლად იწვევს და მათთვის 10 ათასი დოლარის გადახდას აპირებს.
შესაბამის ბრძანებას ხელი შტატის გუბერნატორმა ფილ სკოტმა მოაწერა. საგრანტო პროგრამა ორ წელიწადზეა გათვლილი. თითოეულ წელიწადში ადამიანს არაუმეტეს 5000 დოლარის მიღება შეუძლია.
შტატის ეკონომიკური განვითარების კომისრის, ჯოან გოლდშტეინის განცხადებით, ვერმონტის მოსახლეობა მცირერიცხოვანი და ასაკოვანია.
"ჩვენ გვესმის, რომ შტატს ადამიანების დაქირავება სჭირდება და ეს ერთ-ერთი ზომაა. განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია, დაინტერესება საკმაოდ მაღალია", - აცხადებს გოლდშტეინი.
გრანტის მიღების მსურველი უნდა მუშაობდეს სხვა შტატში დაფუძნებულ კომპანიაში, ვერმონტის შტატისთვის სახლიდან უნდა იმუშაოს და 2019 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ ვერმონტში დასახლდეს.
სულ საგრანტო პროგრამაზე 500 ათასი დოლარია გამოყოფილი. მისი დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება.
წყარო: PALITRANEWS.GE