ძლიერმა სეტყვამ დუშეთის რაიონის სოფელ ებნისში მოსავალი გაანადგურა

ძლიერმა სეტყვამ გუშინ, დუშეთის რაიონის სოფელ ებნისში მოსავალი გაანადგურა.

ამის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულმა მჭადიჯვრის თემში, ალექსანდრე ძლიერიშვილმა განაცხადა.

"სოფელ ებნისიდან ადგილობრივმა მოსახლეობამ დამირეკა და მითხრა, რომ ძლიერი სეტყვის შედეგად განადგურებულია მთლიანი მოსავალი – ხორბალი, კარტოფილი და სხვა. ასევე, როგორც ჩემთვის ცნობილია, ძლიერმა სეტყვამ სოფელ ებნისის გარდა, სოფელი ჭილურტიც დააზარალა", - აღნიშნა ძლიერიშვილმა.