ბიტკოინის კურსი 10%-ით გაუფასურდა. ფასის კლება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხრეთ კორეულმა ციფრული ვალუტის ბირჟამ განაცხადა, რომ მასზე კიბერშეტევა განხორციელდა.
CoinDesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის ფასი 6700 დოლარამდე დაეცა. ასევე გაუფასურდა სხვა ცნობილი კრიპტოვალუტებიც.
კვირას სამხრეთ კორეულმა ბირჟამ Coinrail-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მასზე განხორციელდა კიბერშეტევა, შედეგად კი მოპარულია გარკვეული რაოდენობის ციფრული ვალუტა. ბირჟამ ისიც განაცხადა, რომ მუშაობს მოპარული აქტივების დაბრუნებაზე, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია მოპარული აქტივების ღირებულება. სხვადასხვა შეფასებით, ეს თანხა დაახლოებით, 40 მილიონ დოლარს უდრის.
Coinrail-ის ბირჟა - ეს არის მცირე ბირჟა და 100 ყველაზე მსხვილ ბირჟებს შორის თითქმის ბოლო ადგილზეა.
კიბერშეტევები აღნიშნული ბაზრებისთვის სერიოზულ პრობლემად რჩება. 2014 წლიდან მოყოლებული ინვესტორებმა მსგავსი შეტევების გამო 1,4 მილიარდი დოლარით იზარალეს. მიმდინარე წელს ბიტკოინმა მისი ღირებულების ნახევარი დაკარგა, ხოლო მისი რეკორდული ღირებულებიდან - 20 ათასი დოლარიდან საერთოდაც ერთი მესამედით არის შემცირებული. თებერვალში კი მისი ფასი 6 ათას დოლარზე ნაკლებიც იყო.
კოკა კვირკველია