შეძლებს მსოფლიოში ყველაზე იზოლირებული ეკონომიკა ვიეტნამის გზის განმეორებას? მიუხედავად იმისა, რომ ფხენიანი თავისუფალ სამყაროს კარებს უხსნის, ანალიტიკოსების აზრით ეს გაჭირდება.
სეულში მოქმედი ბიზნეს-გამოცემა Maeil წერს, რომ კიმ ჩენ ინის სამხრეთ კორეის ლიდერთან შეხვედრისას, მან განაცხადა, რომ ხედავს მისი ქვეყნის „გახსნას“ ვიეტნამის მსგავსად, როგორც ეს 1986 წელს მოხდა. მაშინ ვიეტნამის მმართველმა პარტიამ უარი თქვა კოლექტივიზმზე და გადაერთო სოციალიზმზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე, რის შემდეგაც ქვეყანამ მოახერხა მისი მშპ-ს წლიური სამპროცენტიანი ზრდის მიღწევა. თუმცა ჩრდილოეთ კორეისთვის ეს შანსებიც კი დაბალია, ვინაიდან ანალიტიკოსების აზრით, უცხოელი ინვესტორებს კარგად ახსოვთ ამ ქვეყანაში მანამდე გადაგმული „გაბედული“ ნაბიჯები და ისინი ამ ეტაპზე მსხვილი ინვესტირებისგან თავს შეიკავებენ.
ანალიტიკოსების აზრით, არის შანსი იმისაც, რომ მოხდეს ქვეყნის კაპიტალიზაცია, ვინაიდან ქვეყანას გააჩნია მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსები მათ შორის, ისეთ მეტალები როგორიც არის ცინკი, რკინა და ზოგიერთი ისეთი იშვიათი სახეობის მეტალიც კი, რომელიც გამოიყენება ელექტრონიკის წარმოებაში. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჯერ უცნობია, თუ რას მოიმოქმედებს აშშ, რომელსაც წლებია ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციები აქვს დაწესებული.
კოკა კვირკველია