ამერიკულმა გამოცემამ The New York Times-მა პერსონალიზირებული მიწოდების სერვისი აამოქმედა, რომელიც მომხმარებლებს ყოველკვირეულად დაუგზავნის ე.წ. ლინკებს იმ ინფორმაციებზე, რომელიც მათ მეტნაკლებად აინტერესებთ და შესაძლოა, გამორჩეთ.
საუბარია სამი სახის გზავნილზე, ერთი ეს იქნება - Best of All Times, რომელიც მოიცავს როგორც ვიდეო, ასევე ბეჭდურ მასალებს და მულტიმედიურ კონტენტს, მეორე ეს იქნება „ახალი ამბების“ გზავნილი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციებს დაახარისხებს და მესამე „კომენტარები“, სადაც მომხმარებელი მიიღებს ცნობილი ექსპერტებისა და ცნობილი ადამიანების შეფასებებს მიმდინარე ყველაზე აქტუალურ თემებზე.
ჯგუფის ფორმირების შემდეგ სპეციალურად შექმნილ ალგორითმს მოუწევს შერჩევა მეტნაკლებად აქტუალური ამბებისა და ამის შესაბამისად შექმნას სპეციალიზებული კონკრეტულ პირებზე მორგებული გზავნილი, რომელიც დაეფუძნება ამ პირის მიერ საიტზე წაკითხული მასალების მონაცემებს. შესაბამისად, მაგალითად კინემატოგრაფიით გატაცებული ხელმომწერისთვის პრიორიტეტულად გაიგზავნება ამ ტიპის მასალები ან მასთან დაახლოებული, კულინარიის შემთხვევაშიც და ა.შ.
გამოცემაში აზუსტებენ, რომ ამ დროისთვის ეს არის საცდელი ვარიანტი და იმ შემთხვევაში, თუ ეს ფორმატი არ მოეწონება მომხმარებელს, მას ნებისმიერ დროს შეეძლება მასზე უარის თქმა.
კოკა კვირკველია