„ქართულ აბრეშუმს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

„ქართულ აბრეშუმს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაშია აღნიშნული.

„დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების „ქართული აბრეშუმის“ მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში,“-აღნიშნულია ბრძანებაში.