ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის - 22.7 კილომეტრიანი გზა, 6 ხიდი და 5 გვირაბი, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბი აშენდება.კობამდე მისასვლელი ახალი გზის ვიდეოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ცნობისთვის, ქვეშეთი - კობის მონაკვეთი საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ნაწილია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში ხიდის მშენებლობაც არის დაგეგმილი, რომელიც დიზაინერების შეფასებით, ევროპის 10 საუკეთესო და ყველაზე მაღალ ხიდს შორის მოხვდება.
რაც შეეხება 9 კილომეტრიან გვირაბს, რომელიც ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება. პროექტი თბილისი-ლარსის მიმართულებით გადაადგილების დროს 1 საათით შეამცირებს.