გერმანიის ქალაქ ბრაუნშვაიგის პროკურატურამ, რომელიც ე.წ. დიზელის სკანდალს იძიებდა, გერმანულ ავტოკონცერნ Volkswagen-ს ატმოსფეროში გამონაბოლქვის მონაცემების გაყალბების გამო ერთი მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.როგორც თავად კომპანია იუწყება, პროკურატურა მივიდა დასკვნამდე, რომ კომპანიაში ადგილი ჰქონდა მონაცემების მანიპულაციური გზით გაყალბებას.
გამომძიებლების განცხადებით, 2007 წლის მეორე ნახევრიდან 2015 წლის ჩათვლით კომპანიამ ჯამში გაყიდა 10,7 მილიონი ავტომობილი, რომელიც აღჭურვილი იყო დიზელის ძრავებით EA-288 აშშ-სა და კანადაში, ხოლო ძრავებით EA-189 დანარჩენ მსოფლიოში. Volkswagen-ი არ აპირებს განაჩენის გასაჩივრებას და აპირებს დიზელის კრიზისის დაძლევას.
შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2015 წელს გაირკვა, რომ კომპანიის მიერ წარმოებული დიზელისძრავიანი ავტომობილები აღჭურვილი იყო მონაცემთა გამყალბებელი მექანიზმებით, რომელიც საშუალებას იძლეოდა, გამონაბოლქვის რეალური მაჩვენებელი შემცირებულიყო.
კოკა კვირკველია