კომპანია Apple გეგმავს მიიღოს დამატებითი ზომები, რათა ვერ მოხდეს მისი წარმოების სმარტფონებში არასანქცირებული შეღწევა. ამის შესახებ Reuters იუწყება.კომპანია გეგმავს, შეიტანოს ცვლილებები ოპერაციულ სისტემაში, რათა თუ მოწყობილობის განბლოკვა არ მოხდება ერთი საათის განმავლობაში, მასსა და კომპიუტერს შორის ინფორმაციის გადაცემა USB-კავშირით გაითიშება.
Apple-ის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ამ გზით ცდილობენ დაიცვან მომხმარებლების პირადი მონაცემები ჯაშუშებისგან და თაღლითებისგან. კომპანია გეგმავს მეტი ორიენტირება მოახდინოს ისეთ ქვეყნებზე, სადაც ხელისუფლება თვითნებურად ცდილობს კონკრეტულ პირებზე ინფორმაციის მოპოვებას. ცვლილებების რეალიზება მოხდება საოპერაციო სისტემა iOS12-ში და ერთ-ერთ ბოლო ვერსიაში iOS11.
მომხმარებლების პირადი ინფორმაციის დაცულობა ბოლო პერიოდის განმავლობაში მეტად აქტუალური გახდა, განსაკუთრებით კი, კომპანიას პრობლემები შეექმნა სამართალდამცველ ორგანოებთან მას შემდეგ, რაც მათ ცალკეულ პირებზე კონკრეტული დავალებების შესრულება მოსთხოვეს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ისინი პატივს სცემენ სამართალდამცავ ორგანოებს, მაგრამ მათთვის უპირველესად მათი მომხმარებლების ინტერესები დგას.
კოკა კვირკველია