Top-10 სოფლის მეურნეობის პროდუქტი, რომელიც საზღვარგარეთ გადის (ინფოგრაფიკა)

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისა და ბაზრების დივერსიფიცირების ფონზე, საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება.სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიო ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო და სპირტიანი სასმელები გადის.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, 2017 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით რომელი პროდუქტის ექსპორტი განხორციელდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს სოფლის მეურნეობის პროდუქციის და სურსათის ექსპორტმა მთლიანად 777 028 400 დოლარი შეადგინა.

ტოპ-10 პროდუქტი კი ასე გამოიყურება: ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, თხილი და კაკალი, თამბაქოს ნაწარმი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხორცი, წყლები შაქრის დანამატებით, ფქვილი და ციტრუსი.

იხილეთ ინფოგრაფიკა

Untitled infographic

Infogram

ლიკა ამირაშვილი