Comcast მზადაა 21st Century Fox 65 მილიარდ დოლარად შეიძინოს

ამერიკული ტელესაკომუნიკაციო კონგლომერატი Comcast მზად არის შეიძინოს ჰოლდინგ 21st Century Fox-ის აქტივები, რომელზეც პრეტენდენტად ითვლება ასევე ამერიკული გიგანტი The Walt Disney Company. ამის შესახებ ინფორმაცია Comcast-ის ვებგვერდზე გავრცელდა.კომპანიის საიტზე გავრცელებულ დოკუმენტში წერია, რომ წინადადება ოფიციალურად მიმართულია 21st Century Fox-ის დირექტორთა საბჭოში. Comcast-ი გეგმავს Fox-ის თითო აქციაში 35 დოლარის გადახდას. კომპანია ხაზს უსვამს, რომ მათი წინადადება მეტად უფრო მომგებიანია, ვიდრე მანამდე Walt Disney-ის მიერ გაკეთებული შეთავაზება, რომელიც მზადააა Fox-ის შესაძენად 52,4 მილიარდი გადაიხადოს.

Comcast-ში დარწმუნებულები არიან, რომ აღნიშნული ტრანზაქცია მარეგულირებლების მხრიდან თანხმობას მიიღებს. კომპანიის დირექტორთა საბჭომ კი უკვე განაცხადა თანხმობა აღნიშნული შენაძენის გასაკეთებლად.

ამ დროისთვის 21st Century Fox ტელემაგნატ რუპერტ მერდოკის საკუთრებაა, რომელიც სამომავლოდ გეგმავს აქტივების გაერთიანებას, რომელიც დარჩება 21st Century Fox-ის გაყიდვის შემდეგ, მის მეორე კომპანიასთან News Corp.-თან.

კოკა კვირკველია