ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში იმპორტირებულ ჩინურ პროდუქციაზე გადასახადის დაწესებას 22 ივნისიდან გეგმავს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.გამოცემის წყაროების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება შეთანხმდა ვაჭრობის მინისტრების შეხვედრაზე, ასევე სავაჭრო მოლაპარაკებებისას, რომელიც შედგა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დიდი შვიდეულის სამიტზე გამგზავრებამდე კანადაში. „პრეზიდენტს ჯერ არ დაუმტკიცებია აღნიშნული აქტი და შეუძლია თავი შეიკავოს, რათა არ მოხდეს ჩინეთთან ურთიერთბების უფრო გამწვავება, ვინაიდან ჩინეთთან ამერიკის ურთიერთთანამშრომლობა მეტად მნიშვნელოვანია მას შემდეგ, რაც სინგაპურში ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან გაიმართა სამიტი“, - დასძენს გამოცემა.
მისივე ინფორმაციით, ჩინური პორდუქციის ჩამონათვალი, რომელზეც უნდა დაწესდეს გადასახადი, ფორმირებულია, მაგრამ სრულად არა. თავდაპირველად საუბარი იყო 50 მილიარდი დოლარის ოდენობის პროდუქციაზე.
შეგახსენებთ, ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა ლიუ ხემ 20 მაისს განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ შეთანხმდნენ, არ დაიწყებდნენ სავაჭრო ომს, ორივე ქვეყნის და მსოფლიო ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, შეთანხმდნენ, რომ ეტაპობრივად აღმოფხვრიდნენ იმ სავაჭრო დისბალანსს, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს.
კოკა კვირკველია