ევროკავშირის სასამართლომ დაამტკიცა ფრანგი დიზაინერის კრისტიან ლუბუტენის ექსკლუზიური უფლება, საფირმო, ქალის წითელძირიან ფეხსაცმელზე, როგორც სავაჭრო ნიშნის.სასამართლო განხილვები 2012 წლიდან მიმდინარეობდა, მაშინ ჰოლანდიური მაღაზიების ქსელმა vanHaren-მა წარმოადგინა ფეხსაცმლის საკუთარი კოლექცია Fifth Avenue, ჰოლივუდელ მსახიობ ჰოლი ბერისთან ერთად, რომელშიც გამოყენებული იყო წითელძირიანი ფეხსაცმელი.
როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, აღნიშნული ქმედება ლუბუტენმა უკანონოდ მიიჩნია და სასამართლოს სარჩელით მიმართა. მას ჰააგის საოლქო სასამართლო დაეთანხმა, თუმცა ჰოლანდიურმა კომპანიამ სარჩელი სააპელაციოში შეიტანა და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ არ შეიძლებოდა წითელი ძირი ყოფილიყო ვინმეს ექსკლუზიური უფლება.
ლუბუტენის სავაჭრო ნიშანი, როგორც დოკუმენტებში წერია, თავის თავში მოიცავს უფლებას წითელი ფერის (ელფერით Pantone 18 1663TP) გამოყენებისთვის ფეხსაცმლის ძირზე.
ლუბუტენი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. როგორც ცნობილია, დიზაინერმა პირველი მისი საფირმო წითელძირიანი ფეხსაცმელი 1993 წელს შექმნა, რა დროსაც ის მისი ასისტენტის თითების ლაქით შეღება.
კოკა კვირკველია