თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების განთავსება ივლისიდან დაიწყება

ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის დად­გო­მას­თან ერ­თად აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტუ­ა­ლე­ტე­ბის სა­კი­თხი.თბი­ლის­ში ათი ათა­სო­ბით ტუ­რის­ტი ჩა­მო­დის, შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ტუ­რის­ტულ ზო­ნებ­ში სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბის მო­წყო­ბა.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, თბი­ლის­ში 30 სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­პირ­ფა­რე­შო ივ­ლის­ში და­იდ­გმე­ბა. თბი­ლი­სის მე­რი­ის ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი 30 ად­გილ­ზე გან­თავ­სდე­ბა, მათ შო­რის ტუ­რის­ტულ ზო­ნებ­შიც.

ცნო­ბი­ლია, რომ სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის თან­ხის გა­დახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც ნაღ­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით, ისე „მეტ­რო­მა­ნი­თა“ და სხვა პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თე­ბით.

„სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი ისე იქ­ნე­ბა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა­ფერს თვი­თონ გა­ა­კე­თებს, ექ­ნე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რი რე­ცხვა და ადა­მი­ა­ნის ჩა­რე­ვა ნაკ­ლე­ბად იქ­ნე­ბა,“ - გან­მარ­ტეს ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში.

გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნია „სითი ბოქსს,“ რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სა­პირ­ფა­რე­შო­ებს გა­ნა­თავ­სებს, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, რომ ობი­ექ­ტე­ბი იყოს შშმ პი­რე­ბის­თვის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი, სა­ინ­ფორ­მა­ციო წარ­წე­რებ­ზე იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ბრა­ი­ლის შრიფ­ტი. ამას­თან, სა­პირ­ფა­რე­შო აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა ბავ­შვის გა­მო­საც­ვლე­ლი მა­გი­დით.

„ეს იქ­ნე­ბა მზა კონ­სტრუქ­ცია, რო­მე­ლიც უკვე შეკ­ვე­თი­ლია და უნდა ჩა­მო­ი­ტა­ნონ. კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა ან­ტი­ვან­და­ლუ­რი, ანუ სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­სა­ლით დამ­ზა­დე­ბუ­ლი. მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი უკვე მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და გამ­ზა­დე­ბუ­ლია და დად­გმა სა­ვა­რა­უ­დოდ, ივ­ლის­ში და­ი­წყე­ბა,“ - გან­მარ­ტეს ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში.

სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ან­ტი­ვან­და­ლუ­რი და ავ­ტო­მა­ტი­ზი­რე­ბუ­ლი სა­პირ­ფა­რე­შოს მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­სა და სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის დაც­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მო­ი­ჯა­რე, რო­მე­ლიც ასე­ვე ვალ­დე­ბუ­ლია, ცხე­ლი ხა­ზის მუ­შა­ო­ბა კვი­რა­ში 7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 24-სა­ა­თი­ა­ნი რე­ჟი­მით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

სა­პირ­ფა­რე­შოს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რი ჯერ­ჯე­რო­ბით ცნო­ბი­ლი არ არის. რო­გორც მე­რი­ის ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში გან­მარ­ტა­ვენ, ფასს კომ­პა­ნია გან­სა­ზღვრავს.

„ჩვენ ფასს ვერ ვუ­სა­ზღვრავთ, მაგ­რამ ბაზ­რი­დან და თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძვირს ვერ და­ა­დე­ბენ, უნდა და­ა­დონ ისე­თი ფასი, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა“ - გა­ნუ­მარ­ტეს AMBEBI.GE-ს თბი­ლი­სის მე­რი­ის ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ად­გი­ლებს, სა­დაც სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი უნდა გან­თავ­სდეს, მათი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე­თია: იხილეთ სრულად