ევროპა ამერიკას რკინასა და ალუმინზე ანალოგიურ გადასახადებს დაუწესებს. ამის შესახებ ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვეტილება ბრიუსელში გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე მიიღეს.საუბარია 2,8 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ პროდუქციაზე, რომლის ექსპორტირებაც ხდება ამერიკიდან ევროკავშირის ქვეყნებში.
როგორც Bloomberg-ი წერს, დასახელებულ პროდუქციას შორის არის ისეთი ცნობილი ბრენდების პროდუქცია როგორებიცაა Harley Davidson და Levi Strauss-ი. ჯამში კი სია მოიცავს რამდენიმე ათეულ პროდუქციას, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტებს (სიმინდს, ბრინჯს, კენკრას) საკვებ პროდუქტებს (ატმის წვენი, არაქისის კარაქი, და თამბაქოს ნაწარმი), კოსმეტიკას, ტანსაცმელს, მეტალურგიულ პროდუქტებს, კატერებს და ასე შემდეგ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ამჯერად ევროკომისიის თანხმობას ელოდება, რომელიც მის მხარდაჭერას უახლოეს დღეებში გეგმავს, რის შემდეგაც ის ძალაში 20 ივნისიდან შევა.
კოკა კვირკველია