მექსიკა არ აპირებს აშშ-სთან სავაჭრო ომის გაჩაღებას და არ სურს, რომ ეს მოხდეს. ამის შესახებ მექსიკის ეკონომიკის მინისტრმა იელდფონსო გუახარდომ განაცხადა.როგორც ადგილობირი მედია წერს, მინისტრის განცხადებით, ამჟამინდელი სიტუაცია არ არის მარტივი, თუმცა ეს არ არის ომი და მათ არ სურთ ომი სავაჭრო სფეროშიც კი.
აღსანიშნავია, რომ მექსიკასა და აშშ-ს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2017 წელს რეკორდულ მაჩვენებელს 557 მილიარდ დოლარს მიაღწია. 1-ლი ივნისიდან კი აშშ-მა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და მათ შორის მექსიკიდან ამერიკაში იმპორტირებულ რკინასა და ალუმინზე გადასახადი დააწესა. პასუხად მეხიკოში განაცხადეს, რომ გეგმავენ ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას ამეირკიდან იმპორტირებული ბრტყელი რკინის ნაჭრებზე, მილებზე, ნათურებზე, სხვადასხვა სახის მადნეულზე და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, რომელმაც უნდა მაოხდინოს დაწესებული გადასახდელებით გამოწვეული ზარალის აღმოფხვრა.
მექსიკის სამრეწველო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის განცხადებით, მექსიკამ ასეთ ვითარებაში შესაძლოა, დაკარგოს 2 მილაირდ დოლარამდე შემოსავალი წლიურად, ხოლო ამერიკელ ექსპორტიორებს საპასუხო ზომები 3 მილიარდით აზარალებს.
კოკა კვირკველია