ზაფხულის სეზონისთვის ბილაინი მომხმარებელს ახალ ინტერნეტპაკეტებს სთავაზობს

მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, ბილაინის მომხმარებელს სთავაზობს ახალ ინტერნეტპაკეტებს, სპეციალურად ზაფხულის სეზონისთვის.მომხმარებელს შეუძლია აარჩიოს 3 სხვადასხვა პაკეტიდან და, შესაბამისად, ისარგებლოს: 1500 მბ-ით 3 ლარად, 2500 მბ-ით 5 ლარად და 10 გბ-ით 10 ლარად. პაკეტები გააქტიურებიდან თოთხმეტი დღის განმავლობაში მოქმედებენ. ინტერნეტპაკეტების აქტივაცია შესაძლებელია როგორც SMS -ით, ისე MyBeeline აპლიკაციით.

ბილაინი მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტპაკეტების დიდ არჩევანს, მორგებულს სხვადასხვა საჭიროებაზე, 3G და 4G/LTE ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით. ბილაინის მიზანია, მაღალი ხარისხის მობილური ინტერნეტით სარგებლობა მარტივი და ხელმისაწვდომი იყოს რაც შეიძლება მეტი მომხმარებლისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://beeline.ge