1-ელ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 059.2 ლარი იყო

2018 წლის 1-ელ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 059.2 ლარი იყო.ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში დაქირავებით დასაქმებულ ქალთა საშუალო თვიური ხელფასი 818 ლარი; ხოლო მამაკაცის - 1271.7 ლარი იყო.

„საქსტატის“ ცნობით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მაღალი საფინანსო საქმიანობაში; ყველაზე დაბალი კი განათლების სფეროშია. კერძოდ, საფინანსო სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2018 წლის 1-ელ კვარტალში 2 305.2 ლარი; ხოლო განათლებაში - 572.2 ლარია.