მთავრობის ფორმირების პროცესში, აქცენტი ახალი ეკონომიკური ხედვების წახალისებასა და წარმოჩენაზე კეთდება - სასურველია, ახალი ეკონომიკური ხედვები ახალმა პერსონალიებმა წარმოადგინონ, - ამის შესახებ დღეს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.ოხანაშვილი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, თუ როგორი პერსონალური ცვლილებები განხორციელდება მთავრობაში. დეპუტატის ინფორმაციით, უმრავლესობის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი მამუკა ბახტაძე ამ თემაზე კონსულტაციებს აწარმოებს როგორც უმრავლესობასთან, ასევე მთავრობის წარმომადგენლებთან.
გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. მისი თანამდებობიდან გადადგომით უფლებამოსილება მთელ მინისტრთა კაბინეტს შეუწყდა.