საქართველოში ავტოპარკის 5,5%-ია დაზღვეული – „ავტოპარკის 91% სადაზღვევო კომპანიებისთვის მომხიბვლელი არ არის"

საქართველოში ერთ წელიწადში დაზღვეული ავტომანქანების რაოდენობა 26,5%-ით გაიზარდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მანქანის დაზღვევის კულტურა მაინც დაბალია.დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 5,5%-ია დაზღვეული. კერძოდ, 2018 წლის პირველ კვარტალში 71 002 პოლისია გაცემული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 888 პოლისით მეტია.

ამავე სტატისტიკით, ავტოდაზღვევიდან მოზიდული პრემია 24,73 მლნ ლარს შეადგენს.

შემოსავლის 21% - ,,ალდაგზე”, 18% - ,,თიბისი დაზღვევაზე”, ხოლო 15% ,,ჯი პი აი ჰოლდინგზე” მოდის, დანარჩენი 46% კი 14 სადაზღვევო კომპანიაზე ნაწილდება.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თამვჯდომარის დავით მესხიშვილის განცხადებით, დაზღვეული ავტომანქანების სიმცირეს სხვადასხვა მიზეზი აქვს, მთავრი კი მოძველებული ავტოპარკია.  

„ჩვენი ინფორამციით, სადაზღვეო კომპანიები დიდად არ არიან მოხარულები, რომ დაზღვიონ ძალიან ძველი ავტომობილები. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ჩვენი ავტოპარკის 91% არის 10 წელზე უფრო ასაკოვანი. ფაქტობრივად, ავტოპარკის 91% სადაზღვევო კომპანიებისთვის მომხიბვლელი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ არც სადაზღვევო კომპანიებს ხიბალავს ძველი ავტომობილების დაზღვევა და ასეთი ავტომობილების მეპატრონეებსაც  ნაკლებად აქვთ დაზღვევის უნარი",-აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას დავით მესხიშვილი.

მისი თქმით, იმისთვის, რომ დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა გაიზარდოს, სახელმწიფომ პირველ რიგში სწორი განბაჟების სისტემა უნდა შეცვალოს.

„დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა მომატებს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შეიცვლება პოლიტიკა და ეს იქნება ორიენტირებული ავტოპარკის განახლებაზე. პირველ რიგში, დაწყებული განბაჟების სისტემდან, რომელიც ძალიან არასწორადაა მოწყობილი. მაგალითად 1 წლამდე ავტომობილის განბაჟება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე 6-7 წლის. ეს ყველაფერი არის ჯაჭვში. თუ სახელმწიფო გადადგამს ავტოპარკის განახლებისკენ ნაბიჯს და მიიღებს შესაბამის განბაჟების სისტემას, ამას მოჰყვება ის, რომ ახალი ავტომობილის მფლობელს თავადვე ექნება სურვილი, რომ მიმართოს სადაზღვეო  კომპანიას",- აცხადებს მესხიშილი.

უნდა იყოს თუ არა დაზღვევა სავალდებულო, მესხიშვილ ამბობს, რომ ფიზიკური პირის დაზღვევა კი.

„არსებობს ასეთი, ფიზიკური პირის დაზღვევა, რასაც ჩვენთან მესამე პირის დაზღვევას უწოდებენ. ჩვენ მომხრე ვართ, რომ მესამე პირის დაზღევა იყოს სავალდებულო. იმიტომ, რომ მაგალითად, ავტოზაგზაო შემთხევის დროს, როდესაც ტრანზიტული მანქანების შემეთხევაშია, არ უნდა იყოს სადევნი მძღოლი მისთვის, რომ აანაზღაურის ჯანდაცვის ხარჯები. ჩვენ ვთვლით, რომ ფიზიკური პირის, და არა მანქანის დაზღვვევა, ძალიან ბევრ პრობლემას გადაჭრიდა",-აცხადებს დავით მესხიშვილი.

ნინი  ქეთელაური