აფრიკელი ფერმერები საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ

ინფორმაციული ტურის ფარგლებში სამხრეთ აფრიკიდან ჩამოსულმა ფერმერებმა უკვე დაათვალიერეს მარნეული აგრო, მარნეულის სასურსათო ქარხანა და თელეთის ფერმა.

ამჟამად ფერმერები კახეთში იმყოფებიან, შემდეგ კი სამეგრელოში გამგზავრებას გეგმავენ. აფრიკელი ფერმერები საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალს ეცნობიან და სამომავლოდ ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ.

bpn-ისთვის ცნობილი გახდა, რომ საინფორმაციო ტურის ფარგლებში ჩამოსული ფერმერებიდან, რამდენიმემ უკვე დაარეგისტრირა საქართველოში შპს და საბანკო ანგარიშიც გახსნა.

როგორც სამხრეთ აფრიკიდან ჩამოსული ფერმერები აცხადებენ, ისინი დაინტერესებულები არიან ინვესტიციების განხორციელებით არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგებში, არამედ მომიჯნავე სფეროებში. მაგალითად, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და წარმოება.