კორპორაცია AT&T Inc-იმ დახურა შეთანხმება მედია კომპანია Time Warner Inc-ის შეძენაზე, რამდენიმე საათის შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ამერიკის იუსტიციის სამინისტრო ხელს ვერ შეუშლიდა აღნიშნული შენაძენის განხორციელებაში.მიმდინარე კვირის დასაწყისში, ამერიკის ფედერალურმა საოლქო საამართლომ, ამერიკის იუსტიციის სამინისტროს სარჩელი განხილვაში არ მიიღო, რომელიც ითხოვდა აღნიშნული შესყიდვის აკრძალვას კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევის გამო, თუმცა სასამართლომ ამის საშიშროება ვერ დაინახა და კომპანიებს შერწყმის უფლება მისცა.
AT&T-მ Time Warner-ის შეძენის სურვილის შესახებ 2016 წელს გამოაცხადა და ეს ახსნა იმ მიზეზით, რომ წარმატებით ეწარმოებინა კონკურენცია სხვა მედია გიგანტებთან. შეთანხმების მოცულობა, რომლის გადახდაც მოხდება აქციებითა და ფულადი სახსრებით, შეადგენს დაახლოებით 81 მილიარდ დოლარს.
შედეგად კი AT&T გახდება ლეგენდარული კინოკომპანია Warner Bros-ისა და ტელეკომპანიების CNN-ისა და HBO- მფლობელი. საოპერაციო ქმედებებისას Time Warner მიიღებს ახალ სახელწოდებას, რომელიც მოგვიანებით გახდება ცნობილი და მას სათავეში ჩაუდგება AT&T-ის ვეტერანი, ჯონ სტენკი.
Time Warner -ი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა გასართობ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, მის მფლობელობაშია ტელეკომპანიები TNT, TBS, CNN და კინოსტუდია Warner Bros. ასევე სახელგანთქმული ტელეკომპანია HBO, რომელსაც სახელი გაუთქვა ტელესერიალმა „სამეფო ტახტის თამაშები“.
AT&T კი საკუთარ ისტორიას იწყებს მეცხრამეტე საუკუნის 70-იანი წლებიდან და უკავშირებს ტელეფონის გამომგონებლის, ალექსანდ ბელის კომპანიას Bell Telephone.
კოკა კვირკველია