საავტომობილო ინდუსტრია მუდმივად იზრდება და ფართოვდება. ამას კი უპირველეს ყოვლისა მოთხოვნა და მწარმოებლების მხრიდან ავტომობილების ზომისა და ფორმის ცვლილება იწვევს.ევროპის საავტომობილი ინდუსტრიის მკვლევარმა კომპანიამ, JATO Dynamics-მა ევროკავშირის ქვყნებში, მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის გაყიდვების მონაცემები გამოაქვეყნა, რომლებიც სეგმენტის მიხედვით დაყო.
წარმოგიდგენთ ევროკავშირში ყველაზე გაყიდვად ავტომობილებს სეგმენტის მიხედვით:
„სითი ქარი“- Fiat 500 - 71,416
სუპერმინი - Renault Clio - 113,953
საოჯახო ჰეჩბეკი - Volkswagen Golf - 172,952
საშუალო ზომის სალონი - Volkswagen Passat - 59,324
ბიზნეს-სედანი - Mercedes-Benz E-Class - 44,197
მდიდრული კლასი - Mercedes-Benz S-Class - 5459
პატარა SUV - Renault Captur - 73,828
საშუალო ზომის SUV - Nissan Qashqai - 92,727
დიდი ზომის SUV - Peugeot 5008 - 28,380
პატარა პრემიუმ SUV - BMW X1 - 40,239
საშუალო ზომის პრემიუმ SUV - Mercedes-Benz GLC - 42,815
დიდი ზომის პრემიუმ SUV - Volvo XC90 - 11,565
პატარა MPV - Fiat 500L - 22,011
საშუალო ზომის MPV - Volkswagen Touran - 36,295
დიდი ზომის MPV: Mercedes-Benz V-Class და Seat Alhambra - 9540 თითოეული
პატარა ზომის სპორტული - Mazda MX-5 - 5287
საშუალო ზომის სპორტული - Audi TT - 5520
დიდი ზომის სპორტული - Porsche 911 - 7801
კოკა კვირკველია