პარიზის მთავარი ღირშესანიშნაობის, ეიფელის კოშკის პერიმეტრზე ტერორისტული აქტების პრევენციისთვის, 2016 წლიდან აღმართული დროებითი ბარიერების ნაცვლად ახალი დამცავი ღობე დაახლოებით ერთ თვეში აღიმართება.დამცავი ჯებირები, რომლის მშენებლობაც 35 მილიონი ევრო დაჯდა, სქელი შუშისგან და რკინისგან შეიქმნა. შუშის კედლის სისქე 6,5 სანტიმეტრია და კოშკის ორ მხარეს განლაგდება, დანარჩენ ორ მხარეს კი რკინის 3,24 მეტრიანი სიმაღლის დამცავი კედელი აღიმართება. იმისათვის, რომ მოხდეს საავტომობილი თავდასმის აღკვეთა მინის კედლების პერიმეტრზე, აქვე განთავსდება 420 ბეტონის ბლოკი.
ეიფელის კოშკის მმართველის განცხადებით, ეს დამცავი ბარიერები დროებითია და 2024 წლისთვის, პარიზის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში, ანძის რესტავრაციისთვის 300 მილიონი ევროს დახარჯვა იგეგმება. სწორედ ამ დროს ეიფელი მიიღებს ახალ, კიდევ უფრო ლამაზ და რომატიკულ დამცავ ბარიერებს.
ცნობისათვის, ეიფელის კოშკს 2017 წელს 7 მილიონამდე ტურისტი ეწვია.
როგორც ცნობილია, პარიზში 2015 წლიდან დღემდე ტერორისტული თავდასხმების შედეგად 240 ადამიანი დაიღუპა. ამიტომ, ქალაქის ხელისუფლებას უწევს ქვეყნის მთავარი ღირშესანიშნაობების დაცვის უზრუნველყოფა, რისთვისაც ქვეყანაში 2017 წლის ოქტომბრიდან ამოქმედებულია ანტიტერორისტული კანონმდებლობაც.
კოკა კვირკველია