საფრანგეთის ოპოზციური პარტიის „ნაციონალური გაერთიანების“(ყოფილი „ნაციონალური ფრონტის“) ლიდერმა მარინ ლე პენმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა მიბაძოს ამერიკას და დააწესოს გადასახადი გერმანიიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე.ეს განცხადება ლე პენიმ რადიო Europe1-ის ეთერში გააკეთა.
„ულტრალიბერალიზმი, ველური გლობალიზაცია - ეს უკვე დასრულდა. შტატები იცავენ შტატების ინტერესს და ის (დონალდ ტრამპი) აპირებს 350-მილიარდიანი დეფიციტის აღმოფხვრას ჩინეთთან 100 მილიარდამდე“ - განაცხადა ლე პენმა.
მისი განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები სამაგალითო უნდა გახდეს საფრანგეთისთვის, რომელსაც გერმანიასთან აქვს შიდასავაჭრო დეფიციტი 17,2 მილიარდის ოდენობით. „ვისურვებდი, საფრანგეთმა იგივე გააკეთოს გერმანიასთან. ეს დეფიციტი უნდა გახდეს განხილვის საგანი, იმის გათვალსიწინებით, რომ ევროკავშირი ვერ პოულობს გამოსავალს“, - აცხადებს პოლიტიკოსი.
„მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოები იცავენ საკუთარ ინტერესს. ეს არის მომავალი ორმხრივი ურთიერთობებისკენ მიმართული, ვინაიდან ეს მისცემს ყველა ქვეყანას საშუალებას, თავი დააღწიოს უმუშევრობას და ეკონომიკურ ვარდნას“, - აცხადებს მარინ ლე პენი.
კოკა კვირკველია