2018 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი უმნიშვნელოდ - 0.9%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი.კვლევის თანახმად, სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად - 6.5%-ით აჭარაში გაიზარდა, ხოლო კახეთში ყველაზე მეტად 8.1%-ით შემცირდა.
„2018 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 6.1%-ით გაიზარდა, ხოლო 24 საათით და მეტი დროით (ტურისტი) საქართველოში მყოფი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 29.4%- ით არის გაზრდილი.
3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, 2%-ით გაიზარდა. ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად აჭარაში გაიზარდა, ხოლო ყველაზე მეტად მცხეთა-მთიანეთში შემცირდა. საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები მაისში, აპრილთან შედარებით 1.8%-ით შემცირდა. რეგიონების მიხედვით კი, ფასები ყველაზე მეტად გურიაშია გაზრდილი, შემცირებით კი ყველაზე მეტად კახეთში შემცირდა,“-აღნიშნულია კვლევაში.