კანიე ვესტის ახალმა სარეკლამო კამპანიამ სოც-ქსელები აალაპარაკა

რეპერ კანიე ვესტის ახალი სპორტული ფეხსაცმლის Yeezy 500-ის სარეკლამო კამპანია სოციალურ ქსელში დიდი მითქმამოთქმის საბაბი გახდა.რეპერის ახალ სპორტულ ფეხსაცმელს #SUPERMOON-ს ინფლუენსერები უკეთებენ რეკლამას.

რეპერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე Yeezy-ის ახალი ფოტოსესიიდან სარეკლამო ფოტოები გაავრცელა, სადაც მოდელებს სპორტული ფეხსაცმლის გარდა პრაქტიკულად არაფერი აცვიათ.

„ბოტასების“ მოდელები გახდნენ პორნოვარსკვლავი ლილუ სტარი, KNC Beauty-ის დამფუძნებელი კირსტენ ნოელ ქროული, შოუ Bad Girls Club-ის წევრები და სხვა ცნობილი სახეები.

ცნობისათვის, ბრენდი Yeezy რეპერმა 2013 წელს ალბომ Yeezus-ის გამოსვლის შემდეგ ჩაუშვა და ამ ბრედის ქვეშ სპორტულ ფეხსაცმელს adidas-თან ერთად აწარმოებს.

კოკა კვირკველია