გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან, შესაძლოა, ბენზინგასამართი სადგურები აიღონ.ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის განხორციელება, რომელიც ბენზინგასამართი სადგურების გადატანას და გზის გაფართოებას გულისხმობს, უახლოეს მომავალში დაიწყება.
"გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ ჩამოსასვლელთან პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ეს ბენზინგასამართი სადგურები ზღუდავს ავტომობილების გადაადგილებას. პროექტის განხორციელება, რომელიც ბენზინგასამართი სადგურების გადატანას და გზის გაფართოებას გულისხმობს, უახლოეს მომავალში დაიწყება. დანარჩენ ადგილებზე კვლევაა საჭირო",- განაცხადა კალაძემ.