Audi-ს ხელმძღვანელი რუპერტ შტადლერი დააკავეს

გერმანიის საგამოძიებო უწყებებმა კომპანია Volkswagen-ის კუთვნილი ბრენდის Audi-ს ხელმძღვანელი რუპერტ შტადლერი დააკავეს.როგორც გერმანული მედია წერს, ამის მიზეზი გახდა კომპანიის მხრიდან განხორციელებული მანიპულაციური ქმედებები, რომელმაც გამოიწვია ატმოსფეროში გამონაბოლქვის რეალური მონაცემების გაყალბება და ამ გზით მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა. საუბარია, კომპანიის მიერ წარმოებულ დიზელისძრავიან ავტომობილებზე, რომლებიც როგორც გერმანულ კომპანიაში აცხადებენ, აღჭურვილი იყო სპეციალური ჩიპებით რომლის გზითაც ყალბდებოდა რეალური მონაცემები.

ჯერ კიდევ გასულ კვირას მიუნხენის პროკურორებმა შტადლერის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ამოიღეს სხვადასხვა სახის დოკუმენტები. აღსანიშნავია, რომ საქმის ფარგლებში ძიება მიმდინარეობს ასევე დამატებით 20 პირის მიმართ.

შეგახსნენებთ, დიზელგეიტის სკანდალის გამო გერმანული კონცერნი დამნაშავედ ცნეს აშშ-შიც და ამ შემთხვვაში კომპანიას დაეკისრა რამდენიმე მილიარდიანი ჯარიმა, ხოლო მისი ორი თანმშრომელი სასჯელს ამერიკის ციხეში იხდის.

კოკა კვირკველია