თბილისში 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო Golden tulip შემოდგომაზე გაიხსნება (+ფოტო)

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო Golden tulip შემოდგომაზე გაიხსნება.ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ პროექტის განმახორციელებელი საინვესტიო კომპანია „ბლოკ ინვესტის“ დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა განუცხადა. ეს იქნება დედაქალაქში Golden Tulip-ის ბრენდის პირველი სასტუმრო, რომელიც  11 სართულიანია და მასში 78 ნომერი განთავსდება.

bpn

„სასტუმრო შემოდგომაზე გაიხსნება. ჩვენ გათვლებით, სექტემბერ-ოქტომბერში“, - აცხადებს თორნიკე ჯანაშვილი.

მისივე ინფორმაციით, სასტუმროს ექნება ტერასა, რესტორანი, ტერასა ლაუნჯ-ბარი და საკონფერენციო დარბაზი.

bpn

რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო ღირებულებას, როგორც თორნიკე ჯანაშვილი აცხადებს, ის 12 მილიონი დოლარია.

bpn

აღსანიშნავია, რომ Golden Tulip-ის ბრენდის სასტუმრო უკვე გაიხსნა ბორჯომში. სამომავლოდ კი იგეგმება, რომ კიდევ რამდენიმე სასტუმრო გაიხსნას - თბილისში, თელავსა და წყალტუბოში.

bpn

რაც შეეხება „ბლოკ ინვესტს“, საინვესტიციო კომპანია აქტიურად მოღვაწეობს უძრავი ქონების ბაზარზე.

ამ ეტაპზე კომპანია თბილისში ერთდროულად რამდენიმე სასტუმროს პროექტზე მუშაობს, მათ შორის Park Inn by Radisson თბილისში და თაუერები ყაზბეგის გამზირზე.

ნინი  ქეთელაური