“საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზესტაფონის სარკინიგზო უბანზე გაითიშა მაღალი ძაბვა.როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ განმარტავენ, ამის გამო მატარებლების #804 თბილისი-ბათუმი, #869 ზუგდიდი-თბილისი და #871 ფოთი-თბილისი მოძრაობა შეფერხდა.
„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს შეფერხების გამო.